| ორშ | სამშ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
|---|---|---|---|---|---|---|
|   | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 | 31 |   |   |   |
![]()
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ხორბლის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ვებ-გვერდზე. ჩვენ ძალიან გვახარებს თქვენი მხრიდან ინტერესის გამოხატვა ხორბლის წარმოების მიმართ. ვიმედოვნებთ, რომ ვებ-გვერდის მეშვეობით ამომწურავ ინფორმაციას მიიღებთ საქართველოში ხორბლის წარმოებასთან დაკავშირებით და იგი დაგეხმარებათ წარმოების სწორად წარმართვაში.

ხორბალი შეიძლება მოყვანილ იქნას კლიმატისა და ნიადაგური პირობების საკმაოდ ფართო სპექტრზე. მცენარე იზრდება ჩრდილოეთით, არქტიკულ წრემდე და სამხრეთით ეკვატორამდე. დღესდღეისობით ხორბლის წარმოება იმდენად გავრცელებულია, რომ იგი მსოფლიოს ნებსმიერ ადგილას მოდის წელიწადის ნებიმიერ დროს. ხორბალი დომინანტური მარცვლეულია მსოფლიო ვაჭრობაში. იგი ადვილად გადაადგილებადი და შენახვადია და გამოიყენება საკვების ფართო სპექტრის მოსამზადებლად.
ხორბალი ძირითად საკვებ წყაროს წარმოადგენს მსოფლიო მოსახლეობისთვის. იგი სურსათის უვნებლობის დარგში ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტია.ხორბლის ყოველწლიური მოხმარება მსოფლიო მასშტაბით 550 მილიონ ტონას აღემატება. საქართველოს მასშტაბით ხორბლის წარმოების მიხედვით გამოირჩევა ქართლის და კახეთის რეგიონები.
ჩვენს ვებ-გვერდზე, თქვენ დაგხვდებათ მუდმივად განახლებადი ინფორმაცია ხორბლის წარმოებასთან დაკავშირებული პროცედურებისა თუ პროექტის დეტალების შესახებ. დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ ელ. ფოსტის მეშვეობით
პროექტის ფარგლებში ასევე მოქმედებს სატელეფონო ცხელი
ხაზი:
+ 8 322 605 105
კომპეტენტური ოპერატორები უზრუნველყოფენ თქვენს დარეგისტრირებას
ჩვენს პროგრამაში და ასევე პასუხს გასცემენ თქვენს ნებისმიერ შეკითხვას პროგრამის ირგვლივ.